|
2026-07-23 08:51:54, 346 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გამო, - ამის შესახებ ორგანიზაცია Freedom House-ი სოციალურ ქსელში წერს. „სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც საქართველოს მმართველ პარტიას აკრიტიკებდა, მისი გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა და მთავრობის მიერ კრიტიკოსების გაჩუმების შემაშფოთებელი მცდელობების სერიის უკანასკნელი მაგალითია“, - აცხადებს Freedom House-ი. ორგანიზაცია სანაიას „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“ ითხოვს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)