10:40 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-20 14:01:04, 912 ნახვა

სპორტი
რუისმა ეროვნული რეკორდი დაამყარა, ფეხბურთის ისტორიაში ეს მხოლოდ 10 ფეხბურთელს აქვს მიღწეული.

სტატისტიკის პორტალ Squawka-ს მონაცემებით, ესპანეთის ნახევარმცველი ფაბიან რუისი შეუერთდა ათ საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებმაც ერთ სეზონში მოიგეს როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

რუისმა 2026 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო (ფინალში მათ „არსენალი“ დაამარცხეს) და ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ის იყო ერთადერთი პარიზელი წარმომადგენელი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ესპანეთმა არგენტინა 1-0 დაამარცხა. რუისმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი მიღწევა ადრე ცხრა ფეხბურთელს ჰქონდა. მათ შორის არიან ექვსი გერმანელი - ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი, ზეპ მაიერი, ჰანს-გეორგ შვარცენბეკი, პოლ ბრაიტნერი და ული ჰიონესი, ორი ფრანგი - კრისტიან კარემბეუ და რაფაელ ვარანი, ასევე ბრაზილიელი რობერტო კარლოსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics