19:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-22 17:16:30, 307 ნახვა

პოლიტიკა
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი, რომელიც თანამდებობიდან გუშინ, 21 ივლისს გადააყენეს, განცხადებას ავრცელებს. ის წერს, რომ თავად რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარ ქვეყანას გამარჯვებამდე მოემსახურება.

სირსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული ჯარი რუსეთზე შეტევას გააგრძელებს. 

"ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავს იცავს, არამედ უტევს - აქვს ინიციატივა, სტრუქტურა და ჰყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, მტერს როგორ ებრძოლონ. იმედი მაქვს, ეს შეტევა გაგრძელდება, ყველაფერი ამისთვისაა. 

მადლობა ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს, ვისთან ერთადაც ეს წლები გავიარე - ჩვენი დაღუპულების ოჯახების წინაშე კი ქედს ვიხრი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ჩემი საქმე ომია. თანამდებობები იცვლება, ეს პრინციპი კი - არა.

რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს, უკრაინას გამარჯვებამდე მოვემსახურები. უკრაინას გმირი ხალხი იცავს. ჩვენი ქვეყანა გადარჩება, თუ თავის საქმეს ყველა ისე გულმოდგინედ შეასრულებს, როგორც უკრაინული არმია. დიდება უკრაინას!". - წერია სირსკის განცხადებაში. 

სირსკი ასევე წერს, რომ მან რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წლიდან დაწყებული პირველივე დღეებიდან საკუთარი თვალით ნახა, ფრონტის ხაზზე იცხოვრა და უკრაინული მიწის ყოველი გათავისუფლებული კილომეტრის ფასი იცის.

სირსკის განცხადებით, გასულმა წელმა ომის მიმდინარეობა შეცვალა და უკრაინამ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. ის წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის შეტევის შეჩერება ხარკივში, ასევე არ დაუშვეს მათი შეტევის განვითარება სუმის ოლქში და აგრეთვე გაიხსენა უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში.

ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორმა მიხაილო დრაპატიმ შეცვალა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ სირსკის მადლობა გადაუხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics