2026-06-23 10:12:40, 353 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას „კარგი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „სრულიად ღიაა“ გადაზიდვებისთვის.
„ჰორმუზის სრუტეში ძალიან კარგად ვმუშაობთ; გუშინ, მასზე მეტი ნავთობი მივიღეთ, ვიდრე ოდესმე გადაიტანეს (...) სრუტე სრულიად ღიაა“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
თავის მხრივ, აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა დაარწმუნა, რომ სრუტეში მოძრაობა „კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდა“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,