10:42 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-20 14:07:47, 326 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა - $210 მლნ ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

თიბისიმ, ნიდერლანდების განვითარების ბანკთან - FMO და მის პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან, 210 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ტრანზაქცია FMO-ს ყველაზე მასშტაბური დაფინანსებაა, როგორც საქართველოში, ისე - რეგიონში, რაც ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას უსვამს ხაზს.

ფინანსური რესურსი საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება, განსაკუთრებული აქცენტი კი - სოფლის მეურნეობის, რეგიონების  და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობაზე გაკეთდება. დაფინანსების 30% მწვანე ინიციატივების მხარდაჭერას დაეთმობა, რაც  კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიას.

ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებაში, FMO-სთან ერთად, თიბისის როგორც ახალი, ისე - მრავალწლიანი პარტნიორი  ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობდნენ: Mashreq ბანკი, აბუდაბის კომერციული ბანკი (ADCB), დუბაის კომერციული ბანკი (CBD), Commerzbank და BlueOrchard-ის მიკროსაფინანსო ფონდი (BOMF). 

"მოხარული ვარ, რომ FMO-სთან პარტნიორობით და ხუთი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორის ჩართულობით, თიბისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სინდიცირებული დაფინანსების მოზიდვა შევძელით. ეს ფინანსური რესურსი მთლიანად მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისკენ. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ვიყოთ მთავარი ფინანსური პარტნიორი იმ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. 210 მილიონი აშშ დოლარის შეთანხმება, ხაზს უსვამს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას თიბისის, როგორც სტაბილურად მზარდი ფინანსური ინსტიტუციის მიმართ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

"ვამაყობთ, რომ FMO აღნიშნულ ტრანზაქციის ორგანიზატორი ფინანსური ინსტიტუტია. ეს თანამშრომლობა თიბისისთან კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობასა და ნდობას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ. 210 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება ნათლად აჩვენებს ჩვენს მიზანს - კერძო კაპიტალით მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა სექტორის განვითარებას. რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ტრანზაქციის წარმატებით დასრულება სპარსეთის ყურის რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობას რეგიონში“, - ჰუიბ-იან დე რუიტერი, FMO-ს ინვესტიციების მთავარი თანახელმძღვანელი.

სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისის და  FMO-ს,  ასევე, ტრანზაქციაში მონაწილე ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics