|
2026-07-15 08:20:21, 1323 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
14 ივლისს, თურქული კომპანია „ოკეან მარიტიმის“ საკუთრებაში არსებულ სამოქალაქო სავაჭრო გემ „ატლას ბეი“ უკრაინის ქალაქ ოდესის სანაპიროსთან დრონით დაესხა თავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. „ბორტზე ეკიპაჟის თერთმეტი წევრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, გემის კაპიტნის გარდა, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ოდესაში ნაპირზე გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული. მიმდინარეობს სამუშაოები გემის კაპიტნის ადგილსამყოფელის დასადგენად. აზერბაიჯანის საელჩო უკრაინაში მუდმივ კონტაქტზეა შესაბამის ორგანოებთან და იღებს შესაბამის ზომებს აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის საჭირო საკონსულო დახმარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ბაქოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)