12:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 08:58:35, 1960 ნახვა

High - Tech
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ

თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ, რამაც შესაძლოა ისინი კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს უკანონო კონტენტზე წვდომის გამო. -  ამის შესახებ Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა X-ში განაცხადა.

ის თვლის, რომ მსგავსი სიტუაცია უკვე შეიქმნა რუს მოზარდებთან, მას შემდეგ, რაც გარკვეულ სერვისებზე წვდომა შეიზღუდა.

„ვერცერთი კანონი ვერ შეცვლის კარგ აღზრდას. მშობლებს უკვე აქვთ ინსტრუმენტები შვილების ციფრული მოხმარების შესაზღუდად: მშობლის კონტროლი, ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა ან სმარტფონის საერთოდ არქონა“, - აღნიშნა დუროვმა.

მან დასძინა, რომ ბევრი მშობელი იყენებს პლანშეტებსა და გაჯეტებს შვილების დასამშვიდებლად, მაგრამ ეს, მისი თქმით, არ წყვეტს ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების პრობლემას და მისი მოგვარება მხოლოდ რეგულაციებით ვერ მოხერხდება.

„ფრანგი პატრიოტების“ პარტიის ლიდერმა, ფლორიან ფილიპომ, გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვის ინიციატივის გამო.

მან განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ბავშვთა დაცვის ზომად კი „იდეოლოგიურ ცენზურას“ წარმოადგენდა და აღნიშნა, რომ მისი თქმით, ამერიკული სოციალური ქსელი BlueSky გამორიცხული იყო შეზღუდვებიდან.

ფილიპომ ასევე გააკრიტიკა ფრანგი პარლამენტარები „ციფრული პასპორტის“ იდეის პოპულარიზაციისთვის და ევროკავშირი დაადანაშაულა პანევროპულ დონეზე მსგავსი მექანიზმების დანერგვის მცდელობაში.

სტარმერმა ადრე გამოაცხადა, რომ 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა დიდ ბრიტანეთში 2027 წლის გაზაფხულიდან აიკრძალებოდა, რაზეც მიუთითა ამ პლატფორმების უარყოფით გავლენას ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, დამოკიდებულების ზრდასა და ონლაინ ბულინგის პრობლემაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics