|
2026-07-13 14:03:04, 1021 ნახვა
ეკონომიკა
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა სხვადასხვა სექტორზე, თუმცა ამის მიუხედავად საქართველომ მოახერხა ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება და არ შენელებულა ეკონომიკური ზრდის ტემპი. „თავისთავად ის, რომ საუდის არაბეთსა და ნორვეგიას შორის არის მოქცეული ჩვენი ქვეყანა ეფექტიანობის თვალსაზრისით და კრიზისების მიმართ მედეგობის თვალსაზრისით, ესეც ძალიან საინტერესოა. იცით, რომ ორივე არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკურ სტაბილურობას მიუხედავად არაერთი კრიზისისა, რომელიც განვითარდა ამ წლების განმავლობაში ჩვენს გარშემო - უკრაინაში დაიწყო ომი და ამის მიუხედავად ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა; ახლო აღმოსავლეთში განვითარდა ძალიან მძიმე კრიზისი და ამის მიუხედავადაც შეინარჩუნა ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა მათ შორის ტურიზმზე, სხვადასხვა სექტორზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება და შესაბამისად არ შენელებულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას,"- აღნიშნა ივანიშვილის წარმომადგენელმა.
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)