02:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-17 11:27:10, 350 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრის წინ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა დანილუს ჟალიმასმა „ქართული ოცნების“ განცხადებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში სუვერენიტეტის დაკარგვაზე საუბარი რუსული დეზინფორმაციული ნარატივია. ამის შესახებ ევროდეპუტატმა "ევროსკოპს" განუცხადა.

მისი თქმით, რეალური საფრთხე საქართველოსთვის ევროკავშირისგან დაშორება და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევაა.

საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველო თითქოს დაკარგავს სუვერენიტეტს ევროკავშირში გაწევრიანებით, სრულიად შეესაბამება პრორუსულ პროპაგანდას, რომელიც ვრცელდება რუსეთის მიერ, ეს არის დეზინფორმაციული ნარატივი. სინამდვილეში, საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება ევროკავშირში, რადგან ახლა საქართველო ხდება დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, რეალურად რუსეთის მხარდაჭერაზე და, შესაძლოა, რუსეთის ზოგიერთ მოკავშირეზე. მაგრამ როგორც კი ქვეყანა არ შედის თავისუფალი ერების თანამეგობრობაში, როგორიცაა ევროკავშირი, მაშინ ის ნამდვილად საფრთხეშია. ჩვენ ვიცით, როგორია ზოგადი ტენდენცია: აზერბაიჯანი შორდება რუსულ გავლენას. იგივე ხდება, ყველაზე მკაფიო ფორმით შეგვიძლია ვთქვათ , სომხეთიც, რომელიც ბრუნდება ევროკავშირისკენ. ასე რომ, საქართველო შეიძლება დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ. აი, ეს არის რეალური საფრთხე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არ არის დემოკრატია და მთელი ქართველი ხალხი საბოლოოდ იქნება რეპრესირებული ამ პრორუსული რეჟიმის მიერ, - ამბობს დანილუს ჟალიმასი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics