15:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-15 12:53:56, 286 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა ირანს, რომ მომავალ კვირას დარტყმას მიაყენებს მის ხიდებსა და ელექტროსადგურებს, თუ ქვეყანა მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება.

„მომავალ კვირას მათთვის ყველაფერი ძალიან ცუდად წავა“, - განაცხადა ტრამპმა, - „ჩვენ მწყობრიდან გამოვიყვანთ მათ ყველა ელექტროსადგურს. დავანგრევთ მათ ყველა ხიდს, თუ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასხდებიან და შეთანხმებას არ შეეცდებიან“.

ეს განცხადება ირანზე აშშ-ის შვიდსაათიანი დარტყმების ტალღამდე რამდენიმე საათით ადრე გაჟღერდა. აშშ-მა ასევე ირანის პორტების ბლოკადა განაახლა, რომელიც პირველად, მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე მოქმედებდა. 

გადაწყვეტილება აპრილში ვაშინგტონმა თეირანზე ზეწოლის მიზნით მიიღო. სრუტე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ისევ გაიხსნა, თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში, ზავის პირობები დაირღვა და კონფლიქტის ესკალაცია გრძელდება. 

„ნავთობი ისე მიედინება, როგორც არასდროს, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის უზარმაზარი ძალის წყალობით,” - წერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ თავის ბოლო პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი. 

"…მთელ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არმიის დამსახურებით, ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველა სახის საზღვაო მიმოსვლისთვის, გარდა ირანისა - ეს მათი მატყუარა, ძალადობრივი და ბოროტი ხელმძღვანელობის ბრალია, რომელსაც ქვეყანა სრული განადგურების გზით მიჰყავს. შესაბამისად, ჩვენ დავაწესებთ სრულ ბლოკადას, თუმცა მხოლოდ იმ გემებზე, რომლებიც ირანის პორტებში შედიან, იქიდან გამოდიან, ან გადააქვთ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ირანულ ტვირთთან არის დაკავშირებული.

ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან ძალზე ნაყოფიერი საუბრების საფუძველზე, გადავწყვიტე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 20%-იანი კომპენსაციის მოსაკრებელი ჩავანაცვლო სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებით. ეს ინვესტიციები მასშტაბური იქნება, თუმცა, ამავდროულად, არაჩვეულებრივად სასარგებლო მათთვის და მათი მომავლისთვის", - თქვა ტრამპმა. 

ტრამპს ამ შეთანხმებების შესახებ სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics