03:44 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-14 12:35:08, 339 ნახვა

საზოგადოება
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო

თბილისის მერიამ წუხელ გვიან ღამით ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო.

მერიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, „მუნიციპალურმა ინსპექციამ,  „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა“.

„მუნიციპალური ინსპექციის ღონისძიების მიზანია მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობის და ანტისანიტარიის აღკვეთა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოვაჭრეები TV პირველთან აცხადებენ, რომ ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

„პენსია ქირაზე არ კმარა. გამოტანილი მაქვს სესხი, ნახევარი იმას მიაქვს, მრჩება 150 ლარი. თუ რომელიმე ოჯახი 150 ლარად მთელი თვე იკვებება, კი ბატონო, თვალებს დავხუჭავ“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე TV პირველთან.

„1000 ლარის საქონელი ბუნკერში ჩამიყარეს. მქონდა 7000 ლარის საქონელი, ეს მიქციეს ფერფლად. ღამის სამ საათზე მოგვეპარნენ, შეიძლებოდა ეს?! არაფერს გვთავაზობენ, ქუჩაში დავრჩი და აგერ ვზივარ ქუჩაში“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე TV პირველთან.

„ვარ 68 წლის ქალი, გულ-სისხლძარღვთა შევიწროება მაქვს, თვეში 400 ლარის წამალი მჭირდება, რომელიც აფთიაქმა გააძვირა. 120 ლარს ვაძლევდი 28 დღის სამყოფ წამალში, სამი დღე რომ არ დავლიო, მივიღებ ინსულტს. ასეთ ქალს მაგდებენ. მალფუჭებადი არაფერი მაქვს, ვყიდი რაღაცებს სინდისიერად, პურის ფული მიმაქვს სახლში. მაშინ პენსია მომიმატე, 1000 ლარამდე ამიყვანე და არავის არ შევაწუხებ თბილისში, წავალ ჩემს სოფელში და დავჯდები იქ“, – ამბობს მოვაჭრე TV პირველთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics