|
2026-05-14 17:31:59, 267 ნახვა
საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თანამედროვე ციფრული სისტემები, კომფორტი, უსაფრთხოების მოწინავე გადაწყვეტები და მრავალფეროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ამ მოდელის სავიზიტო ბარათად იქცა - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში მე-6 თაობის უახლესი RAV4 წარადგინა. ახალი ავტომობილის წარდგენის ღონისძიება კახეთში, Hotel Meteo-ში გაიმართა, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი SUV ადგილზე გააცნეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტომობილი თავად გაეტესტათ და მისი მონაცემები შეეფასებინათ. ღონისძიებას თან სდევდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც, რაც გარემოს კიდევ უფრო უნიკალურსა და დასამახსოვრებელს ხდიდა.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „Toyota RAV4 წლების განმავლობაში მომხმარებლებისა და პარტნიორების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი SUV მოდელია. მოხარულები ვართ, რომ მისი სრულიად ახალი, მე-6 თაობის წარდგენა სწორედ მათთან ერთად შევძელით. ეს ავტომობილი უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ განახლებული მოდელი. ის აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომფორტსა და იმ თავისუფლების შეგრძნებას, რასაც RAV4 ყოველთვის ატარებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეზენტაციები მხოლოდ პროდუქტის წარდგენას არ ემსახურებოდეს. გვინდოდა, სტუმრებს რეალურად გამოეცადათ ახალი RAV4“.
ღონისძიების ცენტრალური მომენტი საღამოს ოფიციალური ნაწილი იყო, სადაც სტუმრებმა პირველად იხილეს მე-6 თაობის Toyota RAV4. პრეზენტაციაზე დეტალურად წარმოაჩინეს ავტომობილის განახლებული დიზაინი, თანამედროვე ინტერიერი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ახალ თაობას წინა მოდელისგან მკვეთრად განასხვავებს. ახალი მოდელი მორგებულია როგორც ქალაქის გზებზე, ისე ქალაქგარეთ სამოგზაუროდ ღონისძიება „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა. მათ შორის, „თიბისი დაზღვევის“, „თიბისი ლიზინგის“, „ალდაგის“, „ჯიპიაი ჰოლდინგის“, „მეტროპოლის“, Bridgestone-ისა და „სარაჯიშვილის“.
მე-6 თაობის Toyota RAV4-ის წარდგენით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება მომხმარებლების მიმართ და ბაზარზე იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც ბრენდს ათწლეულებია გამოარჩევს. ახალი მოდელის შეკვეთა, ტესტდრაივის დაჯავშნა და RAV4-ის პოტენციალის ადგილზე გამოცდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია შესაძლებელი. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)