19:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-10 10:44:16, 388 ნახვა

მსოფლიო
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს

თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს. ეს განცხადება თურქეთის პროსამთავრობო გაზეთმა „ჰურიეთმა“ გააკეთა.

„ჩემი ინფორმაციით, S-400-ები მესამე ქვეყანას მიჰყიდეს. გარიგების შესახებ დღეს გამოცხადდება. S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანაში იგზავნება. გუშინ მიმდინარეობდა სამუშაოები ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად და, როგორც იტყობინებიან, ისინი შუაღამემდე მოგვარდა. ზოგი ამბობს, რომ ეს არაბთა გაერთიანებული საამიროებია, ზოგი კი კატარი; უმჯობესია, ოფიციალურ განცხადებას დაველოდოთ“, - წერს გაზეთის მიმომხილველი აბდულკადირ სელვი.

თურქეთის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ პუბლიკაციაზე.

ერთი დღით ადრე, იმავე გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა ეძებდა სამართლებრივ გადაწყვეტას, რომელიც დააკმაყოფილებდა აშშ-ს, რაც მას საშუალებას მისცემდა, მოეხსნა CAATSA-ს სანქციები და დაბრუნებულიყო F-35-ის ახალი თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავების წარმოების პროგრამაზე. საჰაერო თავდაცვის სისტემის სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნისთვის მიყიდვის საკითხი განხილვის პროცესში იყო. თავის მხრივ, Oksijen-მა არაბთა გაერთიანებული საამიროები S-400-ის სავარაუდო მყიდველად დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics