15:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-18 12:26:25, 296 ნახვა

პოლიტიკა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს

16 ივნისს, კრემლისა და რამზან კადიროვის კრიტიკით ცნობილი რუსი მხატვარი, სემიონ სკრეპეცკი, პოლონეთში მოკლეს. 44 წლის კაცს ბიალა-პოდლიასკაში ხუთჯერ ესროლეს.

პოლონეთის პროკურატურამ ადგილზე 9 mm Luger GEC კალიბრის მასრები და ტყვია იპოვა.

ზუსტად ამავე კალიბრისა და მარკის ვაზნები გამოიყენეს 2019 წელს ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, წარმოშობით ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისას.

მკვლელობიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ბიალა-პოდლიასკაში მდებარე საკონსულოსთან ახლოს ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა, თუმცა, ბრალი მათთვის არ წარუდგენიათ. 

ცოტა ხნის წინ, პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა X-ზე დაწერა, რომ ლუბლინის პოლიციამ რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. 

მან ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურები მკვლელობის დამკვეთის დასადგენად მუშაობენ.

"ლუბლინის პოლიციამ რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა! ის საქართველოს პასპორტს იყენებს. სამსახურები მკვლელობის ორგანიზატორის დადგენაზე მუშაობენ", - დაწერა დონალდ ტუსკმა X-ზე. 

სემიონ სკრეპეცკი ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა, პოლონეთის მთავრობამ კი მალევე მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics