18:30 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-05 22:29:30, 435 ნახვა

მსოფლიო
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რაც უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ახალი ძალისხმევის ნაწილია, - განუცხადა კვირას აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Reuters-ს.

ჩინოვნიკის ცნობით, ტრამპი სამიტზე სამშაბათს ჩავა და თავდაპირველად მასპინძელს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

ასევე დაგეგმილია სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან საუბარი და თეთრი სახლის პრესკონფერენცია.

ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება და კონფლიქტის დასრულების გზების პოვნაზე იქნება ორიენტირებული.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები აშკარად შეჩერდა და არცერთ მხარეს არ მიუღწევია მნიშვნელოვანი პროგრესი. პრეზიდენტი ნამდვილად საჭიროდ მიიჩნევს ამის შეჩერებას“, - თქვა ჩინოვნიკმა.

გარდა ამისა, ტრამპი აპირებს ნატოს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდოს, დასძინა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics