|
2026-07-01 15:23:31, 1081 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს Tbilisi Open Air 2026-ზე წასვლა, ახლა საუკეთესო დროა გადაწყვეტილების მისაღებად. 4 და 5 ივლისს რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე თიბისი სტუმრებს, ტრადიციულად, ინტერაქციულ სივრცეში განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს. ფესტივალის ორივე დღეს 16:00-დან 19:00 საათამდე, თიბისის სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მობაილბანკის საგანძურის მარათონის ბრენდირებული საჩუქრები მოიგონ, ათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის მარათონის მონაწილე. მონაწილეობის წესები მარტივია - მოდი Open Air-ზე თიბისის სივრცეში, თიბისის მობაილბანკში გაიარე სპეციალური გამანაწილებელი ქვიზი და გაიგე რომელ საგვარეულოს მიეკუთვნები, შემდეგ შეასრულე მარათონის დღის მისია, დაატრიალე ბორბალი და მიიღე საჩუქრად მაისური, მარაო, ჩანთა ან სხვა ბრენდირებული ნივთი. გაითვალისწინე, რომ სასაჩუქრე ნივთების რაოდენობა ლიმიტირებულია. ტრადიციულად, ფესტივალის განმავლობაში განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ თიბისის მომხმარებლებს: Tbilisi Open Air-ის ტერიტორიაზე მდებარე ბარებსა და კვების ობიექტებში მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 40 ლარი) ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, ფესტივალის დაარსების დღიდან, თიბისი Tbilisi Open Air-ის მთავარი მხარდამჭერია და Altervision Group-თან ერთად აქტიურად უწყობს ხელს ქართული მუსიკალური სცენის განვითარებას, მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერას.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)