15:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-09 12:31:19, 246 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამართა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის გუნდმა გლობალური ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და საცხოვრებელი უძრავი ქონების, ტურიზმისა და ლოგისტიკის სექტორების განვითარების მოლოდინები წარადგინა.

ღონისძიების მიზანი პარტნიორებისთვის თიბისი კაპიტალის უახლესი მაკროეკონომიკური და სექტორული შეფასებების გაზიარება იყო. როგორც საინვესტიციო ბანკი და ეკონომიკური მრჩეველი, თიბისი კაპიტალი რეგულარულად ამზადებს კვლევებსა და ანალიტიკურ მიმოხილვებს, რომლებიც ბიზნესს, ინვესტორებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეკონომიკური გარემოს შეფასებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილული ძირითადი თემები იყო მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და მათი გავლენა გლობალურ ბაზრებზე, საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, ასევე საცხოვრებელი უძრავი ქონების, ტურიზმისა და ლოგისტიკის სექტორებში არსებული ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ გლობალურ და ადგილობრივ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობასა და საინვესტიციო გარემოზე.

თიბისი კაპიტალი საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კორპორატიულ, ინსტიტუციურ და საერთაშორისო პარტნიორებს საინვესტიციო ბანკინგის, საბროკერო, კვლევით და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის მაკროეკონომიკური, სექტორული და კაპიტალის ბაზრის კვლევები წარმოადგენს მნიშვნელოვან ანალიტიკურ საფუძველს ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეკონომიკური გარემოს შეფასებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics