07:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-27 12:48:48, 21508 ნახვა

High - Tech
OpenAI-მ რუს პროპაგანდისტებთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა

OpenAI-მ დაბლოკა ChatGPT-ის ანგარიშები, რომლებიც რუსულ პროპაგანდისტულ ქსელ Rybar-თან იყო დაკავშირებული.

OpenAI-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ქსელი ChatGPT-ს Rybar-ისა და სხვა თითქოს მათთან დამოუკიდებელ ანგარიშებზე სოციალურ მედიაში გამოსაქვეყნებელი პოსტებისა და კომენტარების გენერირებისთვის იყენებდა.

კომპანიის ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბლოკილი მომხმარებლები ChatGPT-სთან რუსულად ურთიერთობდნენ, თუმცა კონტენტს მრავალ ენაზე, მათ შორის ესპანურად და ინგლისურად, ამზადებდნენ. ასევე, პროპაგანდისტები OpenAI-ის ვიზუალური გენერირების მოდელის Sora-ს გამოყენებით ცრუ ვიდეოებს ამზადებდნენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ პროპაგანდისტული მასალები "აქებდნენ რუსეთს და მის მოკავშირეებს, აკრიტიკებდნენ უკრაინას და დასავლეთის ქვეყნებს საგარეო ჩარევაში ადანაშაულებდნენ".

დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთმა დაბლოკილმა ანგარიშმა საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების გეგმების შექმნა მოითხოვა, რომლებიც მიზნად აფრიკაში პოლიტიკურ ცხოვრებასა და არჩევნებში ჩარევას ისახავდა. მონაცემები მიუთითებს, რომ პროპაგანდისტები ქვეყნებში აგენტების ქსელს ქმნიდნენ და მასშტაბურ ღონისძიებებსა და პროტესტებს გეგმავდნენ. მათი კამპანიები მიმართული იყო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კამერუნის, ბურუნდისა და მადაგასკარის წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics