00:08 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-15 16:15:03, 273 ნახვა

სამართალი
დავით მიქაძეს 10 წლით, ჩუბინიძეს 9 წლით, მაისურაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად დავით მიქაძეს 10 წლით, დავით ჩუბინიძეს 9 წლით, ხოლო ლაშა მაისურაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს დავით ჩუბინიძემ, დავით მიქაძესთან შეთანხმებით, აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ.

მიქაძემ და ჩუბინიძემ ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღი გაასაღეს დავით ღოღელიანზე, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.

ლაშა მაისურაძე კი, ძებნილ მიქაძესთან შეთანხმებით, შეხვდა ადვოკატს და უთხრა რომ ტელეფონით გასაუბრებოდა მიქაძეს, რომელიც საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის დასაწყისში, დავით ჩუბინიძემ, დავით მიქაძესთან შეთანხმებით აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ.

იარაღების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე დაზარალებულ ვახტანგ კობიაშვილს შეხვდნენ და დაუსვეს კითხვები სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესახებ, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით იმ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა.

დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK – 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, დავით ღოღელიანზე გაასაღეს, რომელიც ამოღებულია მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად. დავით ღოღელიანი სამართალდამცველებმა დააკავეს.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ლაშა მაისურაძე, ძებნილ დავით მიქაძესთან წინასწარი შეთანხმებით, შეხვდა ადვოკატს, მიაწოდა მობილური ტელეფონი და უთხრა გასაუბრებოდა დავით მიქაძეს, რომელიც საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

დავით ჩუბინიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად) და 237-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ლაშა მაისურაძეს ბრალდება 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად), დავით მიქაძეს ბრალდება 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად), 237-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ." - წერია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics