22:12 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-07 14:16:02, 338 ნახვა

მსოფლიო
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია

დამასკოში, სირიის ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია.

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა საველე ოპერაციების დროს ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, კომპეტენტურმა დანაყოფებმა დემონტაჟი დაიწყეს, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

უსაფრთხოების ძალებმა აფეთქების ადგილის გარშემო უსაფრთხოების კორდონი შექმნეს, სპეციალიზებულმა დანაყოფებმა კი ტერიტორიის დათვალიერება და დაცვა დაიწყეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი მოწყობილობა პრიმიტიული მეთოდით იყო დამზადებული. პირველი, გზის პირას გაჩერებულ მანქანაში იყო განთავსებული, ხოლო მეორე – ნაგვის კონტეინერში.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ თავდასხმის გარემოებების დასადგენად და მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება.

უწყებაში ადასტურებენ, რომ აფეთქების ადგილი საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციისთვის გამოყოფილი უსაფრთხოების პერიმეტრის გარეთ მდებარეობს და არ წარმოადგენდა პირდაპირ საფრთხეს რეზიდენციისთვის ან ოფიციალური ვიზიტის პროგრამისთვის, რომელიც დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics