|
2026-07-05 22:24:56, 341 ნახვა
პოლიტიკა
მღვდელი ჯაღმაიძე - ევროპარლამენტის უნიათობით ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა. "ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში, მე ვფიქრობ, რომ ამის დიაგნოზი არის ის რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით, არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეკლესიისადმი, ეკლესიის ხმისადმი, მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს." - თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ TV იმედის სიუჟეტში ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ გახდა ეკლესია სამიზნე. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია 17 ივნისს მიიღო. ანგარიშში წერია, რომ ეკლესია კვლავ რჩება გავლენიან ინსტიტუტად ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. "გამოხატავთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხებად გამოყენების გამო მთელ საქართველოში, რაც მიზნად ისახავს პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მედეგობის შერყევას. საქართველოში ზოგიერთი სასულიერო პირი შეეწინააღმდეგა ამგვარ ინსტრუმენტალიზაციას და ხმამაღლა გამოვიდა როგორც რუსული გავლენის, ისე ქართული ოცნების რეჟიმის პოლიტიკის წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეპარქიები და სამრევლოები ევროკავშირშიც არსებობენ, რაც მიუთითებს ტრანსნაციონალური დეზინფორმაციული მცდელობების მიმართ სიფხიზლისა და მედეგობის აუცილებლობაზე." - წერია რეზოლუციაში, რომლის ავტორი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)