14:39 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-07 13:01:37, 299 ნახვა

მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს

მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს. უკრაინული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი დაახლოებით 23:00 საათზე აღმოაჩინეს. ის დამარხული იყო. წყაროების ცნობით, ქალი მოკლეს. ის უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა 2025 წლის 22 მარტიდან 2026 წლის 1-ელ ივლისამდე.

სამართალდამცავი ორგანოების კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ საქმეზე ორი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ერთი მთავარი სადაზვერვო დირექტორატის მოქმედი თანამშრომელია, მეორე კი სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი.

29 ივნისს მონაკოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი.

3 ივლისს ინტერპოლმა ოფიციალურად გამოაცხადა ძებნა უკრაინის მოქალაქე ანასტასია ბერეზოვსკაიაზე. იგი ეჭვმიტანილია მონაკოში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებაში, რომლის აფეთქების შედეგადაც დაშავდნენ სანქცირებული ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები. 4 ივლისს ერმოლაევი გონს მოვიდა და კომიდან გამოვიდა. მონაკოში აფეთქების შემდეგ მისი მკურნალობის პროცესი გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics