02:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-12 10:22:53, 554 ნახვა

პოლიტიკა
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება

სვეტიცხოველში შიო III-ის ინტრონიზაციის პროცესი დაიწყო - სვეტიცხოველში დილიდან იკრიბებიან სასულიერო პირები, მრევლი და  პოლიტიკოსები.

ცერემონიალს ესწრებიან "ქართული ოცნების" ლიდერები და პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი.

სვეტიცხოვლის ეზოში და ეზოს გარეთ დამონტაჟებულია სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანები. 
ტაძრის მიმდებარედ მობილიზებულია დიდი რაოდენობის პოლიციაც. 

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.

39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

 გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics