2026-06-10 14:14:35, 641 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
ივანიშვილის დეპუტატი, ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ 9 ივნისს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა. წილოსანის თქმით, მათ ვერავინ "დააბულინგებს", რომ ივანიშვილის შექება მოერიდოთ.
"ირაკლი კობახიძის ბრიფინგმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თქვენი მხრიდან არავინ დაბულინგდება, ვერავის დააბულინგებთ, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის შექება, შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა მოგვერიდოს. წლები იყო, როცა თქვენ ახერხებდით და ადამიანებს რაღაც კუთხით ასირცხვილებდით, რომ ბიძინა ივანიშვილი შეექოთ". - უთხრა ჟურნალისტებს ივანიშვილის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დროს.
9 ივნისს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, რომელიც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,