|
2026-06-29 14:28:04, 1697 ნახვა
ეკონომიკა
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ. Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით, მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმში ავიაკომპანიამ პირველი რეისით, 182 მგზავრი ჩამოიყვანა, ბათუმი-კიშინაუს რეისზე კი 161 მგზავრი იყო, რაც აღნიშნულ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის არსებობაზე მიუთითებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Flyone კიშინაუ-ბათუმი-კიშინაუს საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. ამ ეტაპზე ფრენები ორშაბათსა და ხუთშაბათს სრულდება, 14 ივლისიდან კი ემატება ოთხშაბათიც. Flyone მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ბაზაც კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ავიაკომპანიის შვილობილი ბრენდი, Flyone Armenia-ც ოპერირებს და სომხეთის დედაქალაქიდან კვირაში სამჯერ ასრულებს ფრენებს. Flyone-ის ფლოტი (სომხურ შვილობილ კომპანიასთან ერთად) ჯამში 10-ზე მეტ საჰაერო ხომალდს მოიცავს და ძირითადად Airbus A320 და A321 ტიპის თვითმფრინავებისგან შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)