22:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-15 16:30:17, 298 ნახვა

სხვადასხვა
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ბრძოლაში წაგების შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება, თვალის სერიოზული ტრავმით.

უაითმა აღნიშნა, რომ ის ექიმი არ არის, მაგრამ UFC-ის ტიტულის დაკარგვის შემდეგ, თოფურიას, სავარაუდოდ, თვალის კაკალი აქვს მოტეხილი.

„ამჟამად, ილიასთვის ჩემი ერთადერთი გეგმა სახლში დაბრუნება, დასვენება და გამოჯანმრთელებაა. ეს მისთვის ძალიან რთული საღამო იყო. მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მადარდებს. ახლა მის შემდეგ ბრძოლაზე არც კი ვფიქრობ - მინდა, რომ დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს“, - თქვა უაითმა.

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეითჯისთან დამარცხდა. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდში ქართველმა მებრძოლმა თვალის ტრავმის გამო ვერ გააგრძელა ბრძოლა.

ტურნირი თეთრი სახლის ტერიტორიაზე გაიმართა და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს დაემთხვა. ღონისძიებას დაახლოებით 4000 მაყურებელი დაესწრო, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ეს თოფურიას შერეული საბრძოლო ხელოვნების კარიერაში პირველი მარცხია. მის ანგარიშზე 17 გამარჯვება და ერთი წაგებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics