17:37 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-15 12:52:24, 287 ნახვა

პოლიტიკა
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი – იმედი არ დაკარგოთ"– ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპა ღია დარჩება საქართველოსთვის.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი – იმედი არ დაკარგოთ და შესაბამისად მოიქეცით, რადგან სომხეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხალხს თუ სურს, საბოლოოდ შესაძლებელია, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ევროკავშირის გზა გაიხსნება. ასე რომ, არ დაკარგოთ იმედი, რადგან ევროპა ღია დარჩება საქართველოსთვის“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

კითხვაზე, „ახლა, როდესაც უნგრეთის ვეტო მოხსნილია, განიხილავთ თუ არა სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ“, მარგუს ცაჰკნამ უპასუხა:

„დიახ, განვიხილავთ სანქციებს საქართველოს, ასევე ზოგიერთი ადამიანის წინააღმდეგ. ესტონეთმა წარადგინა საკმაოდ გრძელი სია ეროვნულ დონზე მიღებულ სანქციებში. იმედი გვაქვს, საბოლოოდ ეს ზეწოლა იმუშავებს, მაგრამ ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის, რას გააკეთებს ქართველი ხალხი, ეს მათი გასაკეთებელია. ჩვენ, ესტონელები ვაცნობიერებთ, რომ ვითარება რთულია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics