17:37 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 14:43:16, 307 ნახვა

საზოგადოება
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და საქართველოში არსებული სხვა ცენტრალური მაგისტრალები ფასიან გზებად არ გადაკეთდება. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტმა განაცხადა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება მხოლოდ პროექტის დროული და ხარისხიანი დასრულების აუცილებლობას უკავშირდება.

დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს, თუმცა ეს ყოვლისმომცველ ანალიზს მოითხოვს.

„ამჟამად, საერთაშორისო და შიდა გზებით სარგებლობა საქართველოს მოსახლეობისთვის უფასოა და ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

<…> მოვუწოდებთ მედიას, საჯაროდ მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას, გადაამოწმონ შესაბამისი უწყებების ოფიციალური პოზიცია და საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ“, - მოუწოდა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics