20:46 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-12 12:13:42, 896 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს

მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! - ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს შანსი ქართველ ხალხთან წარმატებას რომ მიაღწიონ.

„გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი გაერთიანება აუცილებლად დაიშლებოდა, ისევე როგორც დაიშალა ათამდე მსგავსი გაერთიანება წარსულში. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! ეს არის მარტივი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას. აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს ამ ოპოზიციას იმის, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებული არა ქართველ ხალხზე, არამედ მათ გარე პატრონებზე. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics