02:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-03 17:10:29, 369 ნახვა

პოლიტიკა
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო

სტრასბურგის სასამართლომ ფორმულას დირექტორზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიიღო კითხვები ევროპული სასამართლოდან.

საუბარია 2023 წლის 27 ივნისს მომხდარზე, როდესაც ფორმულას ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს ფიზიკრუად გაუსწორდნენ და დაზიანებები მიაყენეს.

ფორმულას მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ამ ძალადობის დაგეგმვასა და განხორციელებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი თანამშრომლები იყვნენ ჩართულები.

საქმე სტრასბურგში მას შემდეგ გაიგზავნა, რაც ქართული ხელისუფლებამ გამოძიება დახურულად გამოაცხადა. საგამოძიებო ორგანომ არ ამოიღო ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი და არ დაუკითხავს საკვანძო მოწმეები, მათ შორის, ქართული ოცნების სუს-ის თანამშრომლები. 

ამასთანავე, დანაშაულის კვალიფიკაცია თავიდანვე ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ანუ მხოლოდ ძალადობის მუხლით დაკვალიფიცირდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics