05:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-02 22:19:34, 21384 ნახვა

High - Tech
მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს, მეორე დღეა ინტერნეტი არ მიეწოდება, კომპანია დუმს

სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობაში მყოფი კომპანია "მაგთიკომი" მეორე დღეა ოპტიკური ინტერნეტის მიწოდებას ზღუდავს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ტექნიკური მიზეზებით ორი დღეა, მომხმარებელთა ნაწილს ოპტიკური ინტერნეტი გათიშული აქვთ, თავდაპირველი ცნობით, "მაგთიკომს" ინტერნეტის მიწოდება უნდა აღედგინა 2 მარტის 18 საათისთვის, თუმცა მიწოდების აღდგენა გაურკვეველი დროით გადადო.

კომპანიაში მომხმარებლები ცხელ ხაზთან დაკავშირებას ვერ არხერხებენ, რადგან რამდენიმე ზარის შემდეგ "მაგთიკომი"-ს ოპერატორები, ზარს თიშავენ. ონლაინ პლადფორმაზე კი განმმარტავენ, რომ ხაზის გადატვირთულობის გამო, კლიენტებთან საუბარი ვერ ხერხდება.

როდის აღდგება ინტერნეტი მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ "მაგთიკომი" დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეიმედთან და "პოსტ ტივისთან" თანამშრომლობას აგრძელებს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics