|
2026-06-24 13:39:30, 1494 ნახვა
ეკონომიკა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ახალი საინფორმაციო პორტალი - ekalata.gov.ge წარადგინა, სადაც მომხმარებლები საოჯახო კალათაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელის საუკეთესო ფასებს ერთ სივრცეში იხილავენ. სააგენტოს ინფორმაციით, პლატფორმაზე 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი 13 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებები განთავსდება. მომხმარებლებს შეეძლებათ ფასების შედარება, საკუთარი კალათის შექმნა და სასურველი პროდუქტის საუკეთესო პირობებით შეძენის ადგილის მოძიება. პროექტი "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ღონისძიებების ნაწილია და მისი მიზანი მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და FMCG სექტორში კონკურენციის გაძლიერებაა. სააგენტოს ცნობით, ფასების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე ყოველკვირეულად განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)