17:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-01 12:12:33, 311 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს.

საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე, და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება. ავტობუსები მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის, დიდუბისა და სამგორის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. გამომცდელებს და კონკურსში მონაწილე პირებს სპეციალური დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოემსახურებათ". - თქვა კალაძემ.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics