03:20 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 17:13:38, 294 ნახვა

პოლიტიკა
ღობის საქმის რვა ბრალდებულმა ბრალის აღიარების შემდეგ საპატიმრო დატოვა

2025 წლის 4 ოქტომბრის ღობის საქმეზე დაკავებულებმა, დანაშაულის აღიარების შემდეგ, სასამართლო დარბაზი დატოვეს. რვა ბრალდებული არიან:

ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა კელეკეშაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.

მათ ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და სპეციალური ობიექტების ჯგუფის მიერ ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას.

მათ ასევე ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

აბო ნავერიანს, ანტონ უპერის (ძებნილი), ნანა სანდერსს და მარიამ მეკანციშვილს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი წაუყენეს, თუმცა მათ დანაშაული არ აღიარეს, ამიტომ მათთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა.

ვახტანგ ფიცხელაური ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებას შვილების მონატრების გამო დათანხმდა. 

ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ! ისევ რომ შემაბრუნონ უკან, არ მეშინია - უთხრა დღეს "პირველებს" ვახტან ფიცხელაურმა. 

ნამდვილი დამნაშავეები სხედან პარლამენტში, ციხეებში ნახევარზე მეტი, არამარტო პოლიტიპატიმრები, არამედ სხვებიც არიან გამოგონილი ბრალით და ძალიან ბევრი  პატიმარი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. ასევე, მე მინდა ვუთხრა ამ ე.წ. ხელისუფლებას, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ, თუნდაც ისევ რომ შემატრიალონ უკან, არ მეშინია. უბრალოდ 8 თვეა ჩემი შვილები არ მინახავს და მქონდა გარკვეული მიზეზები, რომ დროებით მაინც ვიყო თავისუფლებაზე. ხვალ რომ ისევ დამაკაონ მაგისთვის მზად ვარ. ეხლაც სამიზნე ვარ, ისევ ისე გავაგრძელებ, როგორც აქამდე ვიქცეოდი. არავის მიტოვებას არ ვაპირებ და ყველამ იცოდეს, რომ ბრძოლა გრძელდება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე", - აცხადებს ვახტანგ ფიცხელაური. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics