14:54 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-12 11:36:23, 315 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

ფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო. 

დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია. 

რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების გაყინვასაც ითხოვენ. 

მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ქართველი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე;

ითხოვს, რომ ეს სანქციები მოიცავდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას, რათა მოხდეს რეაგირება დემოკრატიული პრინციპების ხელყოფასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე;

მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გადახედონ საქართველოსთვის გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას და შეაჩერონ ნებისმიერი საბიუჯეტო მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს ხელისუფლებას, მანამ, სანამ აღნიშნული კანონი არ იქნება გაუქმებული და რეპრესიები არ შეწყდება;

გამოთქვამს სურვილს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იყოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვაზე," - წერია რეზოლუციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics