14:28 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 11:28:58, 113224 ნახვა

სპეციალური ანონსი
ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება - თბილისსა და რეგიონებში დღეს აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 142-ე დღეს თბილისში, 19:00 საათზე აქცია გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, 20:00 საათზე კი მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. ასევე, 21:00 საათზე საჯარო ლექციაა დაგეგმილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან.

რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:

გორი - საკრებულოს წინ 17:00 საათზე - აქცია გაიმართება სახელწოდებით - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“.

ახალციხე, შოთა რუსთაველის ძეგლთან, აქცია 18:00 საათზე გაიმართება.

ბათუმი - საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე- პროტესტი გაიმართება ლოზუნგით „სამშობლოს სამსახურში“.

ზუგდიდი - სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით - „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“.

თელავი - მერიის წინ, აქცია დაგეგმილია 19:00 საათზე;

ქუთაისი - მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“.

ჩხოროწყუ - მერიის წინ, აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით - „გაბედე პროტესტი ყოველდღე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics