01:59 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 14:06:12, 332 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოში 119 პირი დააკავეს. 

სირაძის თქმით, დაკავებულთა შორის 49 ნარკორეალიზატორია.

"შსს-ს მიერ 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 119 პირი, მათ შორის, 49 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათ შორის, კოკაინი, ჰეროინი, ალფა პვპ, მეთადონი, მეფედრონი და სხვა. 

საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

შსს-მ უკანონო გასაღებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. [...] დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატიურად ასაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ. გამოძიება სსკს-ს 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარდა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics