14:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-26 09:38:51, 3635 ნახვა

ევროპის ამბები
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი

უნგრელი გამომძიებელი ჟურნალისტი საბოლჩ პანი ირწმუნება, რომ უნგრეთის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ამზადებს თავშესაფარს შეერთებულ შტატებში იმ შემთხვევაში, თუ მას უნგრეთში მართლმსაჯულება დაემუქრება.

ამის შესახებ ჟურნალისტმა შაბათს სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.

საბოლჩ პანიმ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის ახალ მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო მანდატს უარს ამბობს.

ვიქტორ ორბანმა დღეს განაცხადა, რომ არ დაიკავებს ადგილს პარლამენტში, არ მიიღებს მანდატს, ანუ არ ექნება იმუნიტეტი. მან ასევე აღნიშნა, რომ  პარტიის Fidesz ხელმძღვანელობის არჩევნები ივნისისთვის გადაიდება. 

ვიქტორ ორბანს განსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობა აქვს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც მას საჯაროდ დაუჭირა მხარი აპრილში საპარლამენტო არჩევნების წინ. ორბანმა ასევე დიდი რესურსი ჩადო ამერიკულ უკიდურეს მემარჯვენეებთან კონტაქტების დასამყარებლად.

მოგეხსენებათ, კვირას უნგრეთში საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ხელისუფლებაში 16 წლის შემდეგ, აღიარა დამარცხება და კონკურენტებს გამარჯვება მიულოცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics