|
2026-06-12 14:18:44, 1308 ნახვა
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მაისში, შვიდი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია. პირველი ტრენინგი პრობლემების სისტემური გადაჭრის თემატიკას დაეთმო. ინტერაქციულ ვორქშოფზე, მონაწილეებმა რეალურ პრობლემებზე იმუშავეს და ისწავლეს, როგორ უნდა იპოვონ ძირეული მიზეზები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. მეორე შეხვედრის თემას ფინანსების მართვის 10 ოქროს წესი წარმოადგენდა და მას Amadeo-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი უძღვებოდა. მესამე შეხვედრა ციფრული მარკეტინგის თემატიკაზე ჩატარდა. ალექსანდრე ჩომახიძემ აუდიტორიას მეტას განახლებების და ალგორითმის ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო რჩევები გაუზიარა. მაისის თვის ტრენინგები ასევე შეეხო საცალო ქსელებში შესვლის სტრატეგიას, საგადასახადო სიახლეებს და ხარჯების მართვის თემებსაც. მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ხარჯების ეფექტურად მართვისა და სწორი ფინანსური სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ. თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება. ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაწყებულია და მასში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)