|
2026-07-01 12:31:21, 306 ნახვა
პოლიტიკა
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების 108 475 მოქალაქეს დაევალა შენგენის ზონის დატოვება, მათგან 34 550, ბრძანების საფუძველზე, მესამე ქვეყნებში დააბრუნეს. დაბრუნებულების უმრავლესობას თურქეთის (3 555), საქართველოს (2 060) და ალბანეთის (2 050) მოქალაქეები შეადგენდნენ. ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზე იყო 2025 წელსაც. ევროსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, იმ პირთა რაოდენობა, ვისაც ქვეყნის დატოვება დაევალა, 12.8%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რიცხვი 8.1%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნის დატოვების ბრძანების მიმღებ პირთა შორის ყველაზე მეტი იყვნენ ალჟირის (11 105), მაროკოს (6 435) და სირიის (5 355) მოქალაქეები. ქვეყნის დატოვების ბრძანებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში (34 880), გერმანიაში (10 360) და ესპანეთში (9 275). მესამე ქვეყნებში ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიამ (7 300), საფრანგეთმა (3 775) და პოლონეთმა (2 660) დააბრუნეს. ქვეყნის დატოვების დავალების და დაბრუნების მაჩვენებელი განსხვავდება, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, გასაჩივრებით, იდენტიფიცირების პრობლემით, ნებაყოფლობითი წასვლის ვადით და სხვა.
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)