|
2026-06-26 13:42:13, 1397 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
500 Global in Eurasia-ს სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება – დემო დღე 25 ივნისს გაიმართა. პროგრამა საქართველოს ბანკის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, მათ გაძლიერებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს. მეათე ნაკადის მონაწილეები იყვნენ: Cerberus, Clinova, ComplyBridge Inc., MaiCall, Mybots, Resti , Whisperr, Evermuse , Karpatia Benefits. დემო დღის ფარგლებში პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს საკუთარი ბიზნესიდეები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო განვითარების ხედვა წარუდგინეს. ღონისძიება მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ, მიეღოთ პროფესიონალური უკუკავშირი და გაეფართოებინათ საერთაშორისო სანაცნობო ქსელი. 500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამის განმავლობაში სტარტაპებმა იმუშავეს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორებთან, გაიარეს ინტენსიური სასწავლო მოდულები, მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და დახვეწეს საკუთარი ბიზნესმოდელები, რათა უფრო კონკურენტუნარიანები გამხდარიყვნენ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე. ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება. 500 Global-ის შესახებ: 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 20-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული, რომლებსაც ანტეპრენერობის, ინვესტორობის და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)