23:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 23:20:54, 1329 ნახვა

რეგიონი
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს 1 ივლისს აზერბაიჯანში ვიზიტამდე ღია წერილით მიმართა.

წერილის ავტორები მიესალმნენ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარებას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გრძელვადიანი თანამშრომლობა მხოლოდ სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.

მათ მოუწოდეს ევროკომისიის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების ცენტრალურ თემად აქციოს ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები და მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება.

გარდა ამისა, წერილის ავტორებმა იმედი გამოთქვეს, რომ ფონ დერ ლაიენის ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან, ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ზეწოლისა და რისკების მიუხედავად აგრძელებენ მუშაობას. ისინი თვლიან, რომ ასეთი ნაბიჯი აჩვენებს ევროკავშირის ერთგულებას არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მიმართაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics