01:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 12:21:53, 315 ნახვა

მსოფლიო
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ

მონაკოს ცენტრში, საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი აფეთქების შედეგად, ცნობილი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები დაშავდნენ, - ინფორმაციას France 24-ი გამოძიების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ორშაბათს, საღამოს 9 საათზე, „Sun’s Palace“-ის სახელით ცნობილი მრავალბინიანი კორპუსის ფოიეში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, სადარბაზოს შესასვლელში დატოვებული ზურგჩანთა აფეთქდა, რომელშიც ჭანჭიკებითა და ლითონის საფანტით გაძლიერებული ბომბი იყო მოთავსებული.

თავდასხმის სამიზნე, ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი მეუღლე/პარტნიორი ამ დრომდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათთან ერთად მყოფი 13 წლის მოზარდი შედარებით მსუბუქი დაზიანებებით ნიცის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში ჩანს მამაკაცი, რომელმაც ჩანთა შენობის ჰოლში დატოვა და აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ტერიტორია დატოვა. დამნაშავე ამ დრომდე მიმალვაშია.

მონაკოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი უწყებები დამნაშავის დასაკავებლად ერთობლივ საგამოძიებო ოპერაციას ატარებენ. მომხდარის გამო სამთავროში საგანგებო სიტუაციების უმაღლესი პროტოკოლი - ე.წ. „წითელი გეგმა“ ამოქმედდა. მონაკოს სახელმწიფო მინისტრმა, კრისტოფ მირმანმა განაცხადა, რომ ყველაფერი მიუთითებს წინასწარ დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმაზე, რაც რეგიონისთვის სრულიად უცხო მოვლენაა. ამ ეტაპზე პროკურატურა თავდასხმის კონკრეტულ მოტივებზე ოფიციალურად არ საუბრობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics