22:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 14:40:31, 306 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს

უკრაინის სამხედრო ძალებმა მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

მისივე თქმით, თავდასხმა განხორციელდა ობიექტზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 500 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრი დაზვერვისა და უკრაინაში რუსეთის ძალების საქმიანობის კოორდინაციისთვის გამოიყენებოდა.

„დღეს ჩვენმა გრძელვადიანმა სანქციებმა კვლავ მიაღწია მოსკოვის ოლქში დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს. ეს არის სპეციალური სატელიტური კომუნიკაციის ობიექტი, რომელიც გამოიყენება, კერძოდ, დაზვერვისთვის და უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტის საქმიანობის კოორდინაციისთვის. ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან ამ ობიექტამდე 500 კილომეტრზე მეტია. ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე მიაღწიეს ოთხ ასეთ რუსულ ცენტრს არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ ვლადიმირის ოლქშიც. ეტაპობრივად ჩვენ ვახორციელებთ გრძელვადიანი სანქციების გეგმას და მაქსიმალურად ვურთულებთ აგრესორს ჩვენ წინააღმდეგ ოპერაციებს და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. შესაბამისი ქმედებები ასევე მზადდება სხვა მსგავსი ობიექტების წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს სიზუსტისთვის. დიდება უკრაინას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics