17:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 14:25:42, 276 ნახვა

საზოგადოება
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს

სომხეთში, შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას მკვლევრებმა თამარ მეფის იშვიათი მონეტა, თითქმის სრულად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშის ფიგურები აღმოაჩინეს.

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოჩენები ამბერდის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს გაკეთდა.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად მიიჩნევა თამარ მეფის გამოსახულებიანი მონეტა. არქეოლოგების შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სამხრეთ კავკასიაში შუა საუკუნეების ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს.

გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი, რომელიც ციხესიმაგრის შიდა თავდაცვით კედელთან იყო დაკრძალული. სპეციალისტების თქმით, ჩონჩხის დაახლოებით 90% ადგილზეა შემონახული და მხოლოდ ხელის თითების ძვლები აკლია. კბილების მდგომარეობის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანი იყო.

არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშ „თამას“ ფიგურები. მკვლევრების შეფასებით, ეს არტეფაქტები ციხესიმაგრის მცხოვრებთა ყოველდღიური ცხოვრების, მათ შორის გართობისა და დასვენების შესახებ იშვიათ ცნობებს იძლევა.

ამბერდის ციხესიმაგრეზე არქეოლოგიური და საკონსერვაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენები შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრის ისტორიის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics