07:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-12 21:22:08, 610 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის

„საქართველოსთვის“ წევრებმა ადრე დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება მათ გაქცეულ ხელმძღვანელს. იგი გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა: „პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს აინიცირებს, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუსკვოს აღდგენას ითვალისწინებს“.

კითხვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრები ისეთ თემებს წამოწევენ, რომლებიც მათ წინააღმდეგაა მიმართული.

„მგონი, ეს ხალხი, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან ამათ  დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებითაც  თავიანთ თავს აზიანებენ, მათ საწინააღმდეგოდ არის. ამას წინ დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია და სწორედ გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ეხება. გიორგი გახარია მხილებულია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას, მისი ხელმძღვანელობით იყო. მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება, გაქცეულია ეს ადამიანი და მაინცდამაინც რატომ აყენებენ ეს ადამიანები ამ საკითხებს? სად ნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი? რა რა და, საქართველოში აზრი, რომელიც გაცდენილია გონივრულობას და გადადის შეურაცხყოფაში, ფართოდ მოიპოვება ჩვენი მედიის სპექტრში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics