01:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 17:28:27, 318 ნახვა

პოლიტიკა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"  ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირების ფიზიკური კეთილდღეობა და მათ საჭიროების შემთხვევაში სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

საია აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია და მიიჩნევს, რომ მის მიმართ მართლმსაჯულების ინსტრუმენტები პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული.

"2026 წლის 17 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საპატიმროში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების შესახებ. პენიტენციური სისტემა ვალდებულია პატიმარს უზრუნველყოფდეს ზუსტად იმავე ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მოცულობის სამედიცინო სერვისებით, რაც გარანტირებულია ნებისმიერი თავისუფალი მოქალაქისთვის სამოქალაქო სექტორში (სამედიცინო მომსახურების ექვივალენტურობის პრინციპი).

სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფიზიკური კეთილდღეობა, მათ შორის, მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევით. ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობა შეიძლება გაუტოლდეს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.

როდესაც დაწესებულების შიდა სამედიცინო რესურსი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დროული გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და მისი ადეკვატური მკურნალობა, განსაკუთრებით, იმ გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა ან მისი არაჯეროვანი გაწევა ასევე გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების დარღვევას ამჯერად უკვე კონვენციის მე-3 მუხლის, წამების აკრძალვის, მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics