2026-05-13 09:33:58, 582 ნახვა
Lifestyle
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
საქართველო ტრადიციულად ვენაში დღეს ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა, სადაც მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ.
ფინალში გადავიდა შემდეგი 10 ქვეყანა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.
ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,