18:22 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-12 10:32:29, 328 ნახვა

სხვადასხვა
ტაილანდის მეფეის უფროსი ქალიშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნის (რამა X) უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ფაჩარა კიტიაფა, ბანგკოკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სამეფო ოჯახის ბიურომ განაცხადა.

ბიუროს ცნობით, „სამედიცინო პერსონალის მხრიდან ფრთხილი და ყურადღებიანი მოვლის მიუხედავად“, პრინცესას მდგომარეობა „თანდათან გაუარესდა“.

„2026 წლის 11 ივნისს, ხუთშაბათს, საღამოს 7:48 საათზე, იგი მშვიდად გარდაიცვალა 47 წლის ასაკში, მეფე ჩულალონგკორნის მემორიალურ საავადმყოფოში, რომელსაც ტაილანდის წითელი ჯვრის საზოგადოება მართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განმარტებულია, რომ იგი „გულის დაავადების გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში 2022 წლის 15 დეკემბრიდან“.

2022 წლის დეკემბერში ფაჩარა კიტიაფამ გონება დაკარგა ძაღლების წვრთნის დროს პაკ ჩონის რაიონში, ნახონ რატჩასიმას პროვინციაში, ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო როდესაც მისი მდგომარეობა სტაბილიზდა, ის ბანგკოკში, მეფე ჩულალონგკორნის მემორიალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ წლების განმავლობაში პრინცესას სიცოცხლე ხელოვნური სუნთქვის აპარატებით ინარჩუნებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics