18:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 16:28:09, 910 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ

„ყველაფერი ჩემი ბრალია – ეს გინდათ თქვენ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს შეკითხვაზე, რომელიც ლოტკინზე, სკვერში მომხდარ შემთხვევას ეხებოდა – მოზარდს ატრაქციონი დაეცა.

ადგილობრივები „ტვ პირველთან“ ამბობენ, რომ მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

კალაძის თქმით, „კონკრეტულ შემთხვევებზე მიმდინარეობს გამოძიება“ და „მოჰყვება პასუხისმგებლობა“.

„კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. მე დაახლოებით ვიცი, რა მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ვფიქრობ, არასწორი იქნება.

კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი.

გაჩვენებთ კადრებს.

ყველაფერი ჩემი ბრალია – ეს გინდათ თქვენ. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, დაეკისრება პასუხისმგებლობა. რამდენიმე ადამიანის კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე და ჩადენილი ვანდალიზმიდან გამომდინარე, როცა სხვას აზიანებს, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება პასუხისმგებლობა“, – თქვა კახა კალაძემ.

გუშინ, 25 ივნისს, ნაძალადევის გამგეობამ განაცხადა, რომ „მყარი კონსტრუქცია სკვერში მოზარდებმა დააზიანეს“.

გამგეობის თქმით, რომ მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო „ყველა სტანდარტის დაცვით, გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის“.

„თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა.

ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები.

ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics